გატუზო საკითხი რამდენიმე საათში გადაწყდება

29-04-2019, 17:12

გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანის" ხელმძღვანელობამ შესაძლოა ჯენარო გატუზოს "ტორინოსთან" მარცხი არ აპატიოს.

ჯერჯერობით, "როსონერის" ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ტურინში წარუმატებლობის შემდეგ, მისი პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა.

შესაძლოა, "როსონერის" ხელმძღვანელობამ გატუზო რამდენიმე საათში გაათავისუფლოს, მისი შეცვლის მთავარ კანდიდატებად კი ანტონიო კონტე და მაურიციო სარი მოიაზრებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით