ესპანეთის სუპერთასის წესები შეიცვალა - შანსი მადრიდის "რეალს"

29-04-2019, 19:09

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ ესპანეთის სუპერთასის ტიტული განახლებული ფორმატით გათამაშდება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გათამაშებაში ორი გუნდის ნაცვლად უკვე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

კერძოდ, ტიტულისთვის ბრძოლაში თასის ორივე ფინალისტი და ლა ლიგის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ჩაებმებიან.

სუპერთასი განახლებული ფორმატით პირველად მომავალი წლის იანვარში ჩატარდება. 8 იანვარს კოპა დელ რეის გამარჯვებული ლა ლიგის მეორეადგილოსანს შეერკინება, 9 იანვარს უკვე ლა ლიგის გამარჯვებული დაუპირისპირდება თასის ფინალში დამარცხებულს. გადამწყვეტი მატჩი კი 12 იანვარს შედგება. ტურნირი საუდის არაბეთში ჩატარდება.

განახლებული ფორმატით საკმაოდ კარგი შანსი მიეცა მადრიდის "რეალს". კერძოდ, ვინაიდან ლა ლიგის ტიტული კატალონიის "ბარსელონამ" დაისაკუთრა, თასზე კი ფინალშიც მოახერხა გასვლა, შესაბამისად, მეოთხე გუნდი, რომელიც სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას ლა ლიგის მესამეადგილოსანი იქნება. აღნიშნული ადგილი კი მადრიდის "რეალმა" დაისაკუთრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით