ჟურნალისტების რჩეული სტერლინგი გახდა

29-04-2019, 19:15

გუშინ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვირჯილ ვან დიკი დაასახელა. ტიტულის გამოვლენაში მონაწილეობა ფეხბურთელებმა მიიღეს.

თავის მხრივ, ინგლისში ყოველწლიურად გამოკითხვა ჟურნალისტებს შორისაც ტარდება. მათი რჩეული კი რაჰიმ სტერლინგი გახდა.

ახალგაზრდა ფორვარდმა ხმების 62% მიიღო, რაც დაახლოებით 100 ხმით მეტია მეორეზე გასული ვან დიკის ხმებზე.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვერსიით მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით