ნეიმარმა გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

29-04-2019, 19:19

შაბათს საფრანგეთის თასის ფინალში "რეიმსმა" "პსჟ" პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტულის მოპოვება მოახერხა.

შეხვედრის შემდგომ, პარიზული გუნდის ლიდერ ნეიმარ ჯუნიორსა და ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა. ბრაზილიელი მოთამაშე ქომაგის საცემადაც კი გაიწია.

აღნიშნული ინციდენტი, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას და 27 წლის ფორვარდი სათანადოდაც დაისაჯა.

ნეიმარი მომავალი 5 მატჩის განმავლობაში ვერ შეძლებს "პსჟს" დახმარებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელისთვის მიმდინარე საკლუბო სეზონი დასრულებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით