ალეგრი: "ფეხბურთი სულელური სპორტია ინტელიგენტი ხალხისთვის"

29-04-2019, 19:42

მილანის "ინტერთან" ჩატარებული მატჩის შემდგომ ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმო ალეგრიმ ორიგინალური განცხადება გააკეთა.

"წლების მანძილზე ვისწავლე, რომ ფეხბურთი სულელური სპორტია ინტელიგენტი ხალხისთვის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველაზე მარტივი რამეებიც კი ურთულესად შესასრულებელია."

"მაგალითად, შესაძლოა ერთი პასით ფეხბურთელმა თამაში შეცვალოს, თუმცა ეს არაა მარტივი. რაც უფრო დაბალი კლასისაა ფეხბურთელი, მით უფრო მეტად ფიქრობს, რომ ბურთით განსაკუთრებული მოძრაობის ჩადენის შემთხვევაში ის უდიდესი ტალანტია."

"იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრი თეორიტიკოსია. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან, თუმცა ცდებიან." - აცხადებს ალეგრი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით