პოჩეტინო: "სწორედ ამიტომ, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია"

29-04-2019, 21:43

ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემი" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ტურნირის ფავორიტზე ისაუბრა.

"თუ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალებს შევხედავთ, მაშინ ფავორიტი არ არსებობს. ყველას აქვს გამარჯვების შანსი."

"თუმცა, როდესაც არსებობს ლეო მესი, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. "ბარსელონას" მისი არ ყოლი შემთხვევაში, ყველა გუნდს 25%-იანი შანსი ექნებოდა." - აცხადებს პოჩეტინო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით