ბეილის აგენტი: "არაფერი შეცვლილა"

29-04-2019, 21:53

გუშინ ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "რაიო ვალეკანომ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 სძლია.

შეხვედრის შემდგომ "სამეფო კლუბის" თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა. გარდა ამისა, მან კონკრეტულ მოთამაშეებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის გარეთ ბეილზე.

აღნიშნულ თემაზე უელსელი ფეხბურთელის აგენტი, ჯონათან ბარნეტი ორაზროვანი საუბრით გამოეხმაურა.

"გარეთი 100%-ით ორიენტირებულია "რეალზე". არაფერი შეცვლილა." - განაცხადა ბეილის აგენტმა, როდესაც მისი კლიენტის მომავალზე დაუსვეს კითხვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით