ზიდანი: "სეზონის დასრულებას მოუთმენლად ველოდები"

29-04-2019, 23:41

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "რაიო ვალეკანოსთან" განცდილი მარცხის შემდგომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"სამი თამაში დარჩა და სეზონი დასრულდება. ამ მომენტს მოუთმენლად ველოდები."

"ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ, თუმცა, დღეს არა. "ხეტაფესთან" მატჩშიც გვქონდა პრობლემები, თუმცა, გუნდის შემართებას ვხედავდი. დღევანდელი თამაში კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს."

"არ შეიძლება უბრალოდ ასე თამაში. გულშემატკივრებს პატივი უნდა ვცეთ."

"ზაფხულში აუცილებლად იქნება გარკვეული სახის ცვლილებები. თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ნაადრევია." - აცხადებს ზიდანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით