ერიკ ტენ ჰაგი: "მაურისიო პოჩეტინომ სამართლიანობაზე არ უნდა ისაუბროს"

30-04-2019, 01:54

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი სპეციალისტი, ერიკ ტენ ჰაგი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"მაურისიო პოჩეტინოს კომენტარზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგანაც სამართლიანობა საკმაოდ სუბიექტური რამაა, ჩვენ ევროპული ტურნირისგან მხოლოდ 10 მილიონ ევროს ვიღებთ, მაშინ როდესაც ისინი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, სხვა გუნდების შემოსავლებს აჭარბებენ."

"დიახ ჰოლანდიაში კონკურენცია ნაკლებია, თუმცა ეს ფინანსებითაა განპირობებული და არა ნიჭისა და შრომის ნაკლებობით."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 30 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით