ჯეიდენ სანჩო: "რაჰიმ სტერლინგი ახალგაზრდების ინსპირაციის წყაროა"

30-04-2019, 02:07

"დორტმუნდის ბორუსიის" ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდენ სანჩო, "მანჩესტერ სიტის" შემტევსა და მის თანამემამულეზე, რაჰიმ სტერლინგზე საუბრობს:

"რადგანაც რაჰიმი ლონდონიდანაა, მას ბავშვობიდანვე უწევდა რასიზმთან შერიგება და ამ უდიდესს პრობლემასთან ერთად ცხოვრება, ცხადია ამ ყოველივემ ის ძლიერ ადამიანად აქცია."

"სტერლინგი მისი წარმომავლობისა და ისტორიის გამო, ბევრი ახალგაზრდისთვის გახდა ინსპირაციის წყარო და იმედია მის გზას, უამრავი ამომავალი ვარსკვლავი გაყვება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 24 წლის ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონში, "ქალაქელთა" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით