ხორხე ვალდანო: "პოლ პოგბა "რეალს" გოლების გარდა, ბევრს ვერ შემატებს"

30-04-2019, 12:08

მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არგენტინელ სპეციალისტი, ხორხე ვალდანო, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე საუბრობს:

"არ ვფიქრობ, რომ პოგბა გუნდს ბევრ რამეს შემატებს გარდა გოლებისა, თუმცა ეს ახლანდელი ფორმაციის "რეალისთვისაც" კი საკმაოდ დიდი მიღწევა იქნება."

"პოლის შეტევითი პოტენციალი, "ლოს ბლანკოსის" მთლიანი შუა ხაზის შესაძლებლობებს აღემატება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 26 წლის ფეხბურთელმა, მედიასთან გაკეთებულ ინტერვიუში, მადრიდულ გრანდში ასპარეზობას, ყველასთვის საოცნებო რამ უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით