თომას ტუხელი: "ნეიმარს წაგება არ უყვარს"

30-04-2019, 12:35

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, კლუბის ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"ვიცი ბრაზილიელმა მისი განცხადებით რაც იგულისხმა, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, არავის და განსაკუთრებით ისეთ მოთამაშეს, როგორიც ნეიმარია, არ უყვარს წაგება."

"დაძაბულ მდგომარეობაში ის გულშემატკივარმა გამოიწვია და პროვოკაციაზე წამოაგო, შედეგი კი სახეზეა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ 27 წლის შემტევს, მაყურებლის ფიზიკური შეურაცყოფის გამო, 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით