"მილანი" მთავარი მწრთვნელის პოზიციაზე 4 კანდიდატს განიხილავს

30-04-2019, 14:50

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, "მილანის“ ხელმძღვანელობამ ოთხი კანდიდატის სია წარმოადგინა, რომლებიც გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს შემცვლელებად მოიაზრებიან.

წყაროს ინფორმაციით, ამ ოთხიდან, პრიორიტეტულად "რომას" ექსდამრიგებელი ეუსებიო დი ფრანჩესკო და "ატლანტას" მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპარინი მოიაზრებიან.

გაფართოებულ სიაში კიდევ ორი სპეციალისტი: "მონაკოს" ლეონარდუ ჟარდიმი და "სამპდორიას" მარკო ჯანპაოლო არიან, თუმცა მათ ნაკლები შანსი აქვთ.

შეგახსენეთ, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატუზოს "ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი, მაურიციო სარი ჩაანაცვლებდა. მაგრამ სარიმ მილანელებს აცნობა, რომ ჯერჯერობით ლონდონური კლუბის დატოვებას არ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით