"ინტერი" "იუვენტუსს" გაცვლაზე მოელაპარაკა

30-04-2019, 15:23

როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, მილანის "ინტერმა" „იუვენტუსთან“ მოლაპარაკება გამართა მოიზე კინის ტრანსფერის თაობაზე და ნიჭიერ ყმაწვილში მაურო იკარდის გაცვლა შესთავაზა.

მილანელების ხელმძღვანელები ცნობილ აგენტს, მინო რაიოლასაც დაკავშირებიან, რომელიც კინის ინტერესებს იცავს.

19 წლის კინის კონტრაქტს "იუვენტუსთან" ვადა გაისად გასდის, თუმცა მის გახანგრძლივებაზე მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს.

მოარული ხმების მიხედვით, ტურინულ კლუბს კინთან 2024 წლამდე სურს ხელშეკრულების გაგრძელება, ხოლო ხელფასს წელწადში 550 ათასიდან 2 მილიონამდე გაუზრდისო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით