ჩაკვეტაძეს ტრამვა გაუმიზეზდა და ოპერაცია სჭირდება

30-04-2019, 15:59

როგორც ერთ-ერთი ბელგიური გამოცემა იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე საოპერაციოა.

19 წლის ქართველიშარშან დეკემბერში "სენ-ტრიუდენთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი რეაბილტაციის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 21 აპრილს "ანდერლეხტთან" მატჩში ტრავმა გაუმიზეზდა.

თავდაპირველად დაზიანება საგანგაშო არ ჩანდა, მაგრამ დამატებითმა გამოკვლევენმა აჩვენა, რომ ჩაკვეტაძეს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.  

წყაროს ინფორმაციით, მას დიდი ალბათობით ოპერაციას მიმდინარე კვირაში გაუკეთებენ.

ამრიგად, ქართველი 1 მაისს ბელგიის თასის ფინალში "მეხელენთან" ვერ ითამაშებს და ასევე, ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მიერ შინ გიბრალტართან, ხოლო სტუმრად დანიასთან ჩასატარებელ შეხვედრებსაც გამოტოვებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით