პოტეჩინო: "ფავორიტი ის გუნდია სადაც მესი თამაშობს"

30-04-2019, 17:29

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ საჩემპიონთა ლიგო რბოლის შესახებ ისაუბრა და მთავარ ფავორიტად კატალონიის "ბარსელონას" დაასახელა.

"თუ გავიხსენებთ, რა მოხდა მეოთხედფინალში, მაშინ ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებდი. მაგრამ, პირადად მე ვფიქრობ, რომ ფავორიტი არის ის გუნდი, რომელშიც ლეო მესი თამაშობს.

"მესის გარეშე ყველა ნახევარფინალისტს თანაბარი შანსი ექნებოდა".

"ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მას მოტივაცია აქვს. ის უკვე წლებია ამ დონეზეა და იქამდე იქნება, სანამ ამის სურვილი ექნება", - პოჩეტინოს სიტყვებს Marca ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით