მარსელომ ნეიმარს უთხრა, რომ "რეალში" სურს თამაში

30-04-2019, 17:47

როგორც ჩანს, ნეიმარ ჯუნიორის მადრიდის "რეალში" გადასვლის საგა მომავალ ზაფხულს დასრულდება.

ესპანური ტელევიზიიის, El Chiringuito-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი თანახმაა "სამეფო კლუბში" თამაშზე.

წყაროს ცნობით, 27 წლის შემტევმა თავისი ნაკრების თანაგუნდელს, მარსელოს განუცხადა, რომ მას მადრიდში სურს გადასვლა. კლუბის წარმომადგენლებს კი უახლოეს მომავალში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს 500 მილიონი ევრო ექნება გამოყოფილი. კლუბის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კი სწორედ ნეიმარ ჯუნიორი მიიჩნეოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით