რუდიგერი სეზონის დასრულებამდე იუქმებს

30-04-2019, 17:52

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი სეზონის დასრულებამდე ვერ დაბრუნდება.

აპრილის თვეში, "ლივერპულთან" დაპირისპირების დროს მან დაზიანება მიიღო. ამის შემდგომ, ის ოლდ ტრაფორდზე, "იუნაიტედის" წინააღმდეგ მინდორზე დაბრუნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ანტონიო მუხლზე ოპერაციას ჩაიტარებს, რის შემდგომაც იგი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" პრემიერლიგაში ორი, ევროპის ლიგაზე კი 1/2 ფინალური მატჩები დარჩა ჩასატარებელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით