ოლასს ნდომბელეს გაყიდვა იტალიაში ურჩევნია

30-04-2019, 17:56

ლიონის "ოლიმპიკის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტანგუი ნდომბელეს შეძენით რომ არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.

დღეს ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ მისთვის უმჯობესია ფეხბურთელი ტურინის "იუვენტუსს" მიჰყიდოს.

"ტურინელებმა მართლაც გამოთქვეს ინტერესი მის მიმართ. ასევე არის კიდევ ორი მანჩესტერული კლუბი, "სიტი" და იუნაიტედი."

"მე მირჩევნია, რომ ნდომბელე ტურინში გავუშვათ, რომელსაც კიდევ ერთი ჩვენი გამოზრდილი ფეხბურთელი, მირალემ პიანიჩი ჰყავს."

"ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა მოხდება. რა თქმა უნდა, ფეხბურთელის გაყიდვისას პრიორიტეტი თანხაა, თუმცა, ერთნაირი შემოთავაზებების შემთხვევაში მას სწორედ "იუვენტუსში" გავუშვებთ." - აცხადებს ოლასი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით