ვან დიკს მესის არ ეშინია

30-04-2019, 17:59

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა" მერსისაიდულ "ლივერპულს" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ინგლისური კლუბის ლიდერმა, ვირჯილ ვან დიკმა მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავიცვათ თავი მისგან."

"ჩვენ არ ვითამაშებთ 1-1ზე. ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ თავს და ყველა ერთად შევუტევთ."

"ამ მატჩისთვის შესაბამისად მოვემზადეთ და არავისი გვეშინია. "ბარსა" მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, თუმცა, შანსები თანაბარია." - აცხადებს ვან დიკი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით