"იუნაიტედი" ობლაკის სანაცვლოდ 120 მილიონს იხდის

30-04-2019, 18:06

როგორც ჩანს, მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ "იუნაიტედში" სერიოზული ცვლილებები განხორციელდება.

ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, კლუბის სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა დავიდ დე ხეას მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით და მის ჩანაცვლებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" სერიოზულად არიან დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოს" პირველი ნომრის, იან ობლაკის შეძენით და მზად არიან, მისი გამოსასყიდი თანხაც კი გადაიხადონ.

მოგეხსენებათ, 27 წლის მეკარემ "როხიბლანკოსთან" ახალ კონტრაქტს სულ ახლახანს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა. "მანჩესტერი" კი მზადაა ეს ფული ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით