150 მილიონი ევრო, "რეალმა" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შეათანხმა

30-04-2019, 22:40

მადრიდის "რეალმა" კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და მომავალი სეზონიდან ბელგიელი "სამეფო კლუბს" შეუერთდება.

წყაროს ცნობით, "რეალი" აზარის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების შემდგომ კი ეს ფასი შესაძლოა 150 მილიონამდეც ავიდეს.

შეგახსენებთ, რომ აზარი სოციალურ ქსელებში მადრიდის "რეალის" უკვე არაერთმა ფეხბურთელმა გამოიწერა. გამოცემების ცნობით კი ამის მიზეზი სწორედ მიღწეული შეთანხმებაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით