ოფიციალურად: ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს

30-04-2019, 22:58

როგორც ჩანს, ბელგიური "გენტის" ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულდა.

ბელგიური გამოცემა HLN-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში მუხლზე ოპერაციას ჩაიტარებს, რის შემდგომაც იგი რამდენიმე თვეს გამოტოვებს.

ხვალ "გენტი" ბელგიის თასის ფინალში "მეხელენის" წინააღმდეგ ითამაშებს და უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩაკვეტაძე მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, დიდი ალბათობით, გიორგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ვერ დაეხმარება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, დანიისა და გიბრალტარის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით