ანტონიო რუდიგერი მიმდინარე სეზონს გამოტოვებს !

1-05-2019, 01:29

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" გერმანელი ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მოთამაშემ, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

ცნობების მიხედვით, ყველაფერმა უკვე წარმატებით ჩაიარა და ექიმების განცხადებით, რუდიგერი სრულ მზადყოფნაში, ივლისის დასაწყისში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში, მე-4 ადგილს იკავებს 68 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით