"მანჩესტერ სიტიმ" მარცხენა მცველის პოზიციზე არჩევანი გააკეთა !

1-05-2019, 01:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ ვინ იქნება მომავალ სეზონში, კლუბის ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის თავკაცი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, მზადაა ფრანგ ბენჟამინ მენდის, არაერთი ტრავმის მიუხედავად, კიდევ ერთ წლით ენდოს.

ცნობების მიხედვით, 2019/20 წლების სეზონი, ზემოთ ხსენებული 24 წლის მოთამაშისთვის გადამწყვვეტი იქნება, რადგანაც წარუმატებლობის შემთხვევაში ის დიდი ალბათობით ინგლისელთა რიგებს, უმალვე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 57.5 მილიონ ევროდ შეძენილმა მენდიმ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრემიერ ლიგის მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა საწყისს 11-ეულში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით