სამწუხარო ინფორმაცია "აიაქსისთვის" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ

1-05-2019, 01:38

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემმა" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლა და ანგარიში 0:1 დამარცხდა.

გამარჯვების მიუხედავად, შეხვედრას ჰოლანდიელებისთვის ბოლომდე იდეალურად არ ჩაუვლია.

მატჩის მიმდინარეობისას, კლუბის ლიდერმა, ფრენკ დე იონგიმ მეტოქესთან შეჯახების შემდგომ მცირე დაზიანება მიიღო. ამის მიუხედავად, მან თამაშის ბოლომდე ჩამთავრება მაინც მოახერხა.

თუმცა, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდეს. ხვალ მას გამოკვლევები ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა, ითამაშებს თუ არა იგი განმეორებით შეხვედრაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით