პოჩეტინო: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

1-05-2019, 01:42

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემი" საკუთარ კედლებში ამსტერდამის "აიაქსთან" დამარცხდა - 0:1.

თამაშის შემდგომ "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პირველი ტაიმი ცუდად დავიწყეთ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მეტოქეს ჩვენზე მეტი ენერგია ჰქონდა. შემდგომ გაცილებით უკეთ ავთამაშდით, თუმცა, მსგავსი ფეხბურთი პირველივე წუთებიდან უნდა გვეჩვენებინა."

"ანგარიში მხოლოდ 1:0-ია და ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია ვირწმუნოთ, რომ მოგება შეგვიძლია. ამ მარცხზე სრულ პასუხისმგებლობას მე ვიღებ." - აცხადებს პოჩეტინო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით