"ტოტენჰემი" უშანსოდაა?! რას ამბობს სტატისტიკა

1-05-2019, 01:48

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "ტოტენჰემმა" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

თამაშის დასრულებისთანავე ოფიციალურმა საიტებმა საინტერესო სტატისტიკები გამოაქვეყნეს. თუ ამ სტატისტიკებს ვენდობით, მაშინ, ლონდონის "ტოტენჰემი" ფაქტობრივად უშანსოდაა.

აქამდე ლიგის ისტორიაში სულ სამჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც "დეზებმა" საკუთარ კედლებში დაიწყეს პლეი-ოფის დაპირისპირება და დამარცხდნენ. სამივე შემთხვევაში კლუბმა განმეორებით მატჩში წარმატებას ვერ მიაღწია და ტურნირს გამოეთიშა.

ასევე, 1/2 ფინალურ ეტაპებზე მასპინძლებმა პირველი თამაში სულ 17-ჯერ დათმეს. მათგან კი მხოლოდ ერთმა, ამსტერდამის "აიაქსმა" შეძლო ფინალში გასვლა და ისიც შორეულ, 1996 წელს.

გარდა ამისა, ამსტერდამულმა გრანდმა ჯამში 28-ჯერ იმარჯვა ჩემპიონთა ლიგის პირველ გასვლით მატჩში. 26-ჯერ კი საბოლოოდ შემდგომ ეტაპზეც გავიდა. ვნახოთ, იქნება თუ არა "ტოტენჰემი" რიგით მესამე კლუბი, რომელიც ამ სტატისტიკის გაფუჭებას მოახერხებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით