"მენხენგლადბახის ბორუსია" თორგან აზარის სანაცვლოდ, 35 მილიონ ევროს ითხოვს !

1-05-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მენხენგლადბახის ბორუსია", კლუბის ბელგიელი თავდამსხმელის, თორგან აზარის სანაცვლოდ, 35 მილიონ ევროს ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევს, კლუბთან კონტრაქტი, 2020 წელს ეწურება და არაერთი კარგი პერფორმანსის შემდეგ, მისი გადაბირებით, უამრავი გრანდი დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, გერმანელები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას, თუ კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტად, ზემოთ ხსენებულ თანხასთან ერთად, შემდგომი ტრანსფერის 10% წილს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ აზარმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 30 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 9 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით