"გენტის" მწრთვნელი: "ჩაკვეტაძის ტრამვა ბევრად სერიოზულია ვიდრე თავიდან ჩანდა"

1-05-2019, 13:53

დღეს ქართველებია,  გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" სეზონის უმნიშვნელოვანეს თამაშს ჩაატარებს, რომელიც  ქართველებს შანსს მისცემთ, ბელგიურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგონ.

არნიშნულ მატჩამდე "გენტის" მტავარმა მწრთვნელმა იეს თორუპიმ პრესკომფერენციაზე ისაუბრა და ჩაკვეტაძის შესახებ სამწუხარო ცნობა გააჟღერა.

"ესპანეთში შეკრებისას ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გიორგი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად ყოფილიყო. "ანდერლეხტთან" ძირითად შემადგენლობაში ვათამაშეთ, მაგრამ ისევ იგივე მუხლი დაიზიანა".

"სამწუხაროდ, ტრავმა იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავდაპირველად ვფიქროდით. ჩაკვეტაძე მზად არაა და ფინალში ვერ ითამაშებს", - განაცხადა თორუპმა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს მუხლი აქვს დაზიანებული და საოპერაციო. შედეგად, მისი თამაში მიმდინარე სეზონში გამორიცხულია, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში ივნისში გასამართ ორ შეხვედრაში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით