ერიქსენი: "ამსტერდამში სურათი უნდა შევცვალოთ"

1-05-2019, 15:07

ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ამსტერდამის "აიაქსთან" განცდილი მარცხის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთამ ისაუბრა.

"კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ,  პირველ 20 წუთში ბურთს მთლიანად მეტოქე ფლობდა, ჩვენ კი მათ ვუყურებდით. მომდევნო მატჩისათვის ბევრი რამ უნდა შევცვალოთ".

"აიაქსი" კარგი გუნდია, მაგრამ იმაში, რომ დღეს ისინი კარგები გამოჩნდნენ, ჩვენ დავეხმარეთ, რაგდან ბევრი შეცდომა დავუშვით.

"ყველამ ვიცით, რომ პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ვერ ვილაპარაკებ. გაგვიმართლა, როცა ნერეშის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა".

"იმედი მაქვს, ამსტერდამში სურათი შეიცვლება" , – განაცხადა ერიქსენდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით