ზიდანს მარსელოს შემცვლელად მენდი ესახება

1-05-2019, 18:21

მადრიდის "რეალმა" ბრაზილიელი მარცხენა მცველის, მარსელოს შემცვლელს მიაგნო.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს კლუბი 30 ფეხბურთელს დაემშვიდობება. მის ნაცვლად კი "ლიონის" მარცხენა მცველს დაიმატებს.

წყაროს ცნობით, ზინედინ ზიდანი სერიოზულად არის დაინტერესებული ფერლანდ მენდის დამატებით. 23 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.

როგორც ცნობილია, "რეალი" მზადაა მენდის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ტრანსფერის შემაფერხებელი ფაქტორი კი შესაძლოა "ბარსას" ინტერესი გახდეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით