ბაკაიოკოს ლონდონში სურს დაბრუნება

1-05-2019, 18:30

დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ "მილანის" ნახევარმცველი, ტიმო ბაკაიოკო ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდება.

მოგეხსენებათ, იტალიელ ფანებში ხშირად შეიმჩნევა რასისტული გამოხტომები. 24 წლის ფეხბურთელი კი უკმაყოფილოა მსგავსი მოპყრობით.

ბაკაიოკო "როსონერის" რიგებში განათხოვრებით პირველ წელს ატარებს. კლუბს კი გამოსყიდვის უფლება აქვს.

"მილანს" სურვილის შემთხვევაში 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა, ძნელად სავარაუდოა, რომ თავად მოთამაშემ აირჩიოს იტალიაში დარჩენა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით