სამწუხარო ინფორმაცია "ბარსელონასთვის" "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

2-05-2019, 01:45

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" "ლივერპულს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

მოგების მიუხედავად, ესპანური გრანდისთვის თამაშს ბოლომდე იდეალურად არ ჩაუვლია.

მატჩის მიმდინარეობისას "ბლაუგრანას" მარცხენა მცველმა, დაზიანება მიიღო. როგორც ცნობილია, მოთამაშეს მარჯვენა ფეხის ბარძაყი ასტკივდა, თუმცა, თამაშის დასრულება მაინც მოახერხა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს ალბა განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. ყველაფერი ხვალ, სამედიცინო დასკვნის შემდგომ გაირკვევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით