ოფიციალურად: ნეიმარის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

2-05-2019, 19:41

გავლენიანი ესპანური გამოცება Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ზაფხულში ნეიმარის დამატებას ნებისმიერ მსურველი შეძლებს.

წყაროს ცნობით, 27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტის მიხედვით, 2020 წლის ზაფხულში მისი გამოსასყიდი თანხა ამოქმედდება და ნებისმიერ კლუბს, ნეიმარის გაფორმება 170 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენმა" 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ბრაზილიელმა ფრანგული კლუბის მაისური 55-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით