ალეგრი: "მესის გოლი რონალდუსთვის დიდი სტიმულია"

2-05-2019, 21:09

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან "ბარსელონას" ვარსკვლავის მესის მორიგი წარმატების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი რონალდუს სტიმულს აძლვს.

"მესიმ მე-600 გოლი ტურინული დერბის წინ გაიტანა - ეს რონალდუსთვის დიდი სტიმულია დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ მოედანზე ორმაგი მოტივაციით გავა და სერია ა-ს ბომბარდირობისთვის იბრძოლებს", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 35-ე ტურში ტურინული დერბი გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" საკუთარ კედლებში "ტორინოს" მიიღებს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით