ითამაშებს თუ არა იან ვერტონგენი "აიაქსის" წინააღმდეგ ?!

3-05-2019, 01:02

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, უკვე ოფიციალურად გაირკვა ითამაშებს თუ არა ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველი, იან ვერტონგენი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდთან შეჯახების შემდეგ, 32 წლის ფეხბურთელს, მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია და მოძრაობებით, ტვინის შერყევის სიმპტომებიც აღენიშნებოდა, სინამდვილეში საქმე ასე მძიმედ არ აღმოჩნდა.

ცნობების მიხედვით, კლუბის ნერვოლოგმა რამდენიმე შემოწმების ჩატარების შემდეგ, ეს ყოველივე უარყო და მოთამაშეს, ზემოთ ხსენებულ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური და ამსტერდამული გუნდების ორთაბრძოლა, 8 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით