ჯესი ლინგარდი: "კრიშტიანუ რონალდუს, "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი სიამოვნებით ვიხილავდი"

3-05-2019, 01:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელი, ჯესი ლინგარდი, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელ ვარსკვლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"ის ბოლო 10 წლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ამიტომაც დიახ, მას ჩვენი გუნდის ფორმაში კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი."

"ამჟამინდელი შემადგენლობის არაერთი წევრი, სწორედ კრიშტიანუს თამაშის ყურებით გაიზარდა, რის გამოც მასთან ერთად ასპარეზობა, არა მხოლოდ გულშემატკივრებს, არამედ ფეხბურთელებსაც ძალიან გვსურს."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ 34 წლის შემტევი, მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიურ გრანდში წარმატებას ვერ მიაღწევს, მაშინ ის სავარაუდოდ ერთ-ერთი ყოფილი გუნდის რიგებში დაბრუნდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით