პიერ-ემერიკ ობამეიანგი: "არსენალი" ევროპის ლიგის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს"

3-05-2019, 12:35

ლონდონის "არსენალის" გაბონელი თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნებზე საუბრობს:

"იმედი მაქვს, რომ "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩემს მიერ გატანილი გოლი გადამწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა გვსურდა სახლში კარი მშრალად შეგვენახა, თუმცა რას ვიზამთ."

"ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს ტიტული უკვე დიდი ხანია ენატრებათ, ამიტომაც ევროპის ლიგის თასის მოსაპოვებლად, ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე დავიხარჯებით."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდების 1/2 ფინალური ეტაპის დაპირისპირება, "მეთოფეთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით