მანჩინი: "კლოპი და პოჩეტინო იტალიაში დიდი ხნის გარდაცვლილები იქნებოდნენ"

3-05-2019, 13:06

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას  იტალიური კლუბები გააკრიტიკა.

"იტალიაში მოთმინება არავის ყოფნის. უცებ უნდათ შედეგის მიღება".

"აბა შეხედეთ კლოპის "ლივერპულს" და პოჩეტინოს ტოტენჰემს". ეს გუნდები ინგლისის ჩემპიონატის ლიდერები გახდნენ. მათი თამაშის ცქერა, ერთი სიამოვნებაა. ისინი წლიდან წლამდე იზრდებიან. მართალია, ტიტულები ჯერ არ მოუპოვებიათ, მაგრამ ინგლისში სჯერათ, რომ წარმატება აუცილებლად მოვა და მწვრთნელებს მშვიდად მუშაობის საშუალებას აძლევენ".

"იტალიაში კლოპს და პოჩეტინოს დიდი ხანია დახოცავდნენ", - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით