სარი: "ჩელსიმ" პრიზი დაიმსახურა

3-05-2019, 13:15

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "აინტრახტთან" გამართული ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ დასრულდა, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურნირის მოგება სურს.

"ჩვენ ფინალში გასვლა გვსურს და მნიშვნელობა არ აქვს, იქ "არსენალს" შევხვდებით თუ "ვალენსიას". მთავარი შედეგია - უნდა გავიმარჯვოთ".

"შეგახსენებთ, სამი თვის წინათ, პრემიერლიგაში რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, მაგრამ ღირსეულად გამოვძვერით და კვლავაც ვიბრძვით საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. ამ სეზონში "ჩელსი" პრიზს იმსახურებს", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით