3 მიზეზი, რატომაც ლივერპულს შეუძლია ბარსელონა გამოთიშოს

3-05-2019, 23:57

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მერსისაიდული "ლივერპული" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს.

ესპანურმა გუნდმა საკუთარ კედლებში სამბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდგომ ფავორიტის სტატუსიც მიიღო. ბევრი მიიჩნევს, რომ გუნდმა უკვე მოიპოვა ფინალის საგზურიც. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა "წითლების" გამარჯვებაში გარდამტეხი როლი ითამაშოს.

პირველ რიგში, ყველას კარგად ახსოვს 2005 წლის სტამბულის ფინალი, როდესაც პირველ ტაიმში 0:3 მარცხის შემდგომ მერსისაიდელებმა საოცარი ქამ-ბექი შემოგვთავაზეს და საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც დაისაკუთრეს.

ამას გარდა, აღსანიშნავია "ენფილდის" ფაქტორი. "ლივერპული" საკუთარ კედლებში, ფაქტობრივად, დაუმარცხებელია და ამ მინდორზე გუნდს ნამდვილად შესწევს ძალა იმისა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მოახერხოს გამარჯვება. მითუმეტეს, რომ "სქაუზერებს" საკმაოდ დიდი ხანია ტიტული სწყურიათ და ისინი საკუთარ გუნდს უდიდესი ენთუზიაზმით უგულშემატკივრებენ.

და ბოლოს, აუცილებლად გასახსენებელია შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიც, როდესაც, შინ "ბარსელონამ" სამი ბურთის სხვაობით სძლია "რომას", თუმცა, რომში პირწმინდად დამარცხდა და საბოლოოდ გამოეთიშა კიდეც ტურნირს. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ "ლივერპულმა" მცირე საოცრება შემოგვთავაზოს და ფინალში გავიდეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით