პეპ გვარდიოლა: "ბარსელონასთან" წაგება "ლივერპულზე" არ იმოქმედებს"

4-05-2019, 01:11

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტზე, მერსესაიდულ "ლივერპულზე" საუბრობს:

"მათ ბევრი იბრძოლეს და შესანიშნავად იასპარეზეს, ისინი საკუთარი თავით უნდა ამაყობდნენ, რადგანაც ევროპის ყველაზე დიდ სტადიონზე, თავდაჯარებულობა და გამბედაობა აჩვენეს."

"ლივერპულის" მეტოქე ახლა "ნიუკასლი" იქნება, რა თქმა უნდა ასეთ მოწინააღმდეგესთან წინასწარ რამის დაგეგმვა შეუძლებელია, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, "ბარსელონასთან" განცდილი მარცხი, იურგენ კლოპის გუნდზე არ იმოქმედებს."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფებიან 92 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით