პეპ გვარდიოლა: "ლივერპული" ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა"

4-05-2019, 11:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტზე, მერსესაიდულ "ლივერპულზე" საუბრობს:

"ადგილობრივ ჩემპიონატში ასეთი ძლიერი გამოწვევა კარიერაში არ მქონია, ყველა თასის აღმართვა რთულია, თუმცა მიმდინარე სეზონის ინგლისის გათამაშება, განსაკუთრებით დამღლელი აღმოჩნდა."

"ახლა ყველაზე მეტად საკუთარი გუნდით ვამაყობ, რადგანაც წინა წელს 100 ქულის მოპოვების შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ სარეკორდო მაჩვენელებს ვუახლოვდებით, ამის გაკეთება კი ბევრს ნამდვილად არ შეუძლია."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში იმყოფებიან 92 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით