AS: "რეალმა" იოვიჩის ტრანსფერი შეათანხმა

4-05-2019, 18:25

როგორც ჩანს, ლუკა იოვიჩის გარშემო დაწყებული სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" და ფრანქფურტის "აინტრახტმა" მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს და მომავალი სეზონიდან ახალგაზრდა ფორვარდი თეთრ ფორმას მოირგებს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბი" სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 60 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ იოვიჩი "აინტრახტის" ღირსებას მიმდინარე სეზონში იჯარის წესით იცავდა, საბოლოოდ კი გერმანელებმა 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდეს. "რეალში" გადასვლის შემდგომ კი ტრანსფერიდან შემოსული თანხის 20%-ს სწორედ ლისაბონის "ბენფიკა" მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით