ზიდანმა პოგბას ტრანსფერზე ისაუბრა

4-05-2019, 18:29

ბოლო დროს ევროპულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა სეზონის დასრულების შემდგომ მადრიდის "რეალში" გადავა.

აღნიშნულ თემაზე "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განცხადება გააკეთა.

"პოგბა ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუმცა, ის ამჟამად მანჩესტერ "იუნაიტედს" ეკუთვნის."

"კონკრეტული არაფერია. როდესაც სეზონი დასრულდება და სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ყველაფერს ნათელი სწორედ მაშინ მოეფინება." - აცხადებს ზიდანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით