ალეგრი: "აიაქსს ლიგაზე გაუმართლა"

4-05-2019, 18:39

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმო ალეგრიმ ამსტერდამის "აიაქსის" მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

"როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, ამ დროს ზოგჯერ დგება ისეთი მომენტი, როდესაც ყველაფერი შენს სასიკეთოდ მოქმედებს, ან პირიქით."

"ჩვენ ამსტერდამელებთან დაპირისპირებაში ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი დაგვაკლდა."

"ასევე, როდესაც "აიაქსი" ლონდონში ჩავიდა, "ტოტენჰემს" აკლდა კეინი და სონი. გარდა ამისა, 15 წუთში ცენტრალური მცველიც დაემტვრათ. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამ კლუბს უმართლებს." - აცხადებს ალეგრი.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი სინიორა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან სწორედ ჰოლანდიურმა კლუბმა გამოთიშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით