მაურისიო პოჩეტინო: "მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ"

5-05-2019, 01:32

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში, "ბორნმუთის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ბევრის თქმა არ შემიძლია, ახლა დროა უმნიშვნელოვანესი 3 ქულის დაკარგვა დავივიწყოთ და საკუთარი თამაშის გაუმჯობსებაზე ვიფიქროთ."

"პირველი ტაიმი არაჩვეულებრივად ჩავატარეთ, ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ, რას ვიზამთ, ზოგჯერ ასეთია ფეხბურთი, მიუხედავად 2 წითელი ბარათისა, მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ბორნმუთის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით