გრანიტ ჯაკა: "არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ უნაი ემერის რამდენჯერ აქვს ევროპის ლიგა მოგებული"

5-05-2019, 12:35

ლონდონის "არსენალის" შვეციარელი ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა, მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნებზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ჩვენს გეგმებში ევროპის ლიგის ტიტულის მოპოვებაც შედის, თუმცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება იმის გამო, რომ უნაი ემერის ამ ტურნირზე დიდი გამოცდილება აქვს, არ იქნება სამართლიანი."

"რეალურად მთავარი თამაშის ხარისხი, გამბედაობა და მოგების სურვილია, თუ ამ თვისებებს არ ფლობ, მაშინ წარსულში რა მოხდა, გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაგეხმარება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდისა და "ვალენსიას" 1/2 ფინალური ეტაპის დაპირისპირება, "მეთოფეთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით