კარაგერი: "ის ფეხბურთელია რომელიც გძულს როცა მოწინააღმდეგე გუნდშია და აღმერთებ, როცა შენს გუნდში

5-05-2019, 13:43

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში კატალონიის "ბარსელონამ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა. "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა გოლი ემოციურად აღნიშნა და შემდეგ, მატჩის მსვლელობისას, მოწინააღმდეგე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელსაც ეკამათა.

გუნდების განმეორებითი მატჩის ირგვლივ ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა:

"ენფილდი სუარესს ისე თბილად არ დახვდება, როგორც შესაძლოა, ის ელოდება. ის ლუის სუარესია, ფეხბურთელი, რომელიც გიყვარს, როცა შენს გუნდშია და გძულს, როცა მეტოქეა".

"ეს პირველი შემთხვევა იყო მისი ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, ითამაშა ლივერპულის წინააღმდეგ და არ მგონია, ეს ლივერპულის გულშემატკივარს მოსწონებოდა. მისი გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ ის, როგორც გმირი, ენფილდზე ვერ დაბრუნდება", -განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩიკლუბებს შორის  7 მაისს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით